არჩევნები 2016

ჟვანია: ყუთი არის აბსოლუტურად დაცული, მთლიანი და მისი გახსნა არ მომხდარა

გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს მარნეულში, 48-ე საარჩევნო უბანზე ყუთი გაქრა, დაიკარგა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. იქ შექმნილი ვითარება, დაპირისპირება, შენობაში შეღწევის მცდელობა, ფანჯრებია ჩალეწილი - ეს მოხდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა მიერ პროტესტის ნიადაგზე. თუმცა ყუთს იცავდნენ და ყველა ადასტურებს, რომ ყუთი არის აბსოლუტურად დაცული, მთლიანი და მისი გახსნა არ მომხდარა. ყუთი დაცულობის მიზნით გადაიტანეს უსაფრთხო ადგილზე. ხმის მიცემის პროცედურა შეჩერებულია და მინდა, მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვინც იქ არიან შეკრებილები, რომ არჩევნებში არსებობს ცივილური ფორმები, ყველა ადამიანი უნდა იყოს ამ ფორმების ჩარჩოებში და უნდა დარჩნენ სამართლებრივ ფარგლებში. მინდა, მოვუწოდო დაპირისპირებულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას და ამომრჩევლებს, გაგრძელდეს ხმის მიცემის პროცესი, რადგან რამდენიმე წუთი დარჩა რვა საათამდე, როდესაც უნდა დაიხუროს უბნები და დაიწყოს ხმის დათვლა. 

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მარნეულში მომხდარ საარჩევნო ინციდენტზე.

კომენტარები