საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რასაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, კვლავაც არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი ხარვეზები საარჩევნო პროცესში. აღვნიშნავთ, რომ მოხდა ერთი სამწუხარო ინციდენტი, 48-ე საარჩევნო უბანთან, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საარჩევნო დამკვირვებლებს. ჩვენი ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ჩართულია საარჩევნო პროცესში, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ მყისიერი რეაგირება ნებისმიერ ამგვარ ინციდენტზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და საარჩევნო ყუთთან პოზიციის დაფიქსირებით, საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში.
tbl.ge/1xm8
დაკოპირდა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ენმ-ის დამკვირვებლის და მისი მამის ცემის ფაქტზე.
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია




