არჩევნები 2016

ივანიშვილი: ვფიქრობ, მოსახლეობა მოახერხებს და არჩევანს აზრით, გონებით გააკეთებს

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ხმა მთაწმინდაზე, მეოთხე საარჩევნო უბანზე მისცა. ექსპრემიერი არჩევნებზე მეუღლესთან და შვილთან - ბერა ივანიშვილთან ერთად მივიდა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არჩევანს "აზრით და გონებით გააკეთებს".

"ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა უნდა მოხერხოს და გააკეთოს არჩევანი. უფრო სწორად, მოახერხებს და გააკეთებს არჩევანს აზრით, გონებით და არა ემოციებით. გააზრებულად და არა რწმენით. მხედველობაში მაქვს, რა თქმა უნდა, არა რელიგიური. ჩვენ უახლეს ისტორიაში მოვახერხეთ, რომ ვითღაცის გვჯერა, რაღაც დროს, რაღაც მომენტში, გვწამს და ამ რწმენის მიხედვით წლების განმავლობაში ვახერხებთ დავუჭიროთ მხარი ვიღაც პარტიას ან ვიღაც პოლიტიკოსს. დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადმა ნაწილმა მოახერხა გონებით და აზრით გაეკეთებინა არჩევანი. მე ამას წინასწარი კვლევებით გესაუბრებით. ვიცი, რა მდგომარეობაა საქართველოში და ვფიქრობ, რომ ხარისხობრივი გარდატეხა მოხდა, რამეთუ საზოგადოების უმრავლესობამ უკვე მოახერხა გონებით, გააზრებით არჩევნების გაკეთება. ამას ველოდები დღევანდელი არჩევნებისგანაც", - თქვა ხმის მიცემის შემდეგ ივანიშვილმა.

კომენტარები