არჩევნები 2016

უსუფაშვილი: თუ პოლიტიკური ლიდერი დებატებს გაურბის, ის უარს ამბობს ქვეყნის მართვაზე

პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ლიდერი, რომელიც გაურბის დებატებს, ის უარს ამბობს პოლიტიკურ ლიდერობაზე და ქვეყნის პოლიტიკურ მართვაზე. დებატები არ არის უფლება. არჩევნების წინ დებატებში მონაწილეობა არის პოლიტიკოსების ვალდებულება. აღშფოთებული ვარ და მინდა რუსთავი 2-მა ესეც ამცნოს თავისივე ეთერით საზოგადოებას, რომ რ2 დადის ქართული ოცნების ჭკუაზე. თუ ისინი არ მოვლენ დანარჩენი პარტიების დებატები საზოგადოებას არ აინტერესებს? არ მოვლენ, დატოვეთ ცარიელი მათი ტრიბუნა და მოგვეცით საშუალება დანარჩენ პარტიებს, გავარკვიოთ ჩვენი ხედვები. მედია ნუ იქცევით პოლიტიკურ მხარედ. თუ ვინმე არ მოდის - ნუ მოვა.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი რ2-ზე ჩაშლილ დებატებზე.

კომენტარები