არჩევნები 2016

თარგამაძე: მე არ გავჩერდები, საქართველო არ გაჩერდება, საქართველო წავა წინ

ტაბულა

ვარდების მოედანზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია მიმდინარეობს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის შემდეგ, სიტყვით დეპუტატი გივი თარგამაძე გამოვიდა. ის გუშინდელ ტერაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გაჩერებას არ აპირებს.

"მე ვარ გივი თარგამაძე, არსებობდა კიდევ ერთი გივი თარგამაძე - ბაბუაჩემი, რომელიც გუშინდელი აფეთქების ადგილიდან სულ რაღაც ას მეტრში ოკუპანტებმა დახვრიტეს, მეორეს ვერ მივართმევ, მე არ გავჩერდები, თქვენ არ გაჩერდებით, საქართველო არ გაჩერდება, საქართველო გაიმარჯვებს და საქართველო წავა წინ", - თქვა თარგამაძემ და იმედი გამოთქვა, რომ გუშინ დაშავებული ადამიანები გამოჯანმრთელდებიან.

კომენტარები