გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

უსუფაშვილი: უნდა დავგმოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც ამ ქმედებასთან შეხება აქვს

გუშინდელი ფაქტი, სამწუხაროდ, არის გაგრძელება იმ პროცესის, რომელსაც, ერთი მხრივ, სახელისუფლებო პარტია ქართული ოცნება და, მეორე მხრივ, ყოფილი სახელისუფლებო პარტია ნაციონალური მოძრაობა ამკვიდრებს ქვეყანაში. როდესაც არჩევნებში გამარჯვების მთავარი იარაღი არის სიძულვილი, მაშინ ასეთი სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტები არ არის გამორიცხული. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა დავგმოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე შეხება აქვს ამ ქმედებასთან. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე ვიღაცებმა მოახდინონ ისეთი გავლენა, როგორიც მათ სურთ.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე.

კომენტარები