ის რაც მოხდა დღეს საღამოს თბილისში, არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია, არამედ ეს არის არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. უკვე დაწყებულია გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება დამნაშავე პირების დასაკავებლად. ეს უმძიმესი დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ძალის ინტერესებში, რომელიც ვერ ეგუება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ და მშვიდ საარჩევნო გარემოს. მინდა მივმართო ამ პროვოკაციის დამგეგმავებს და განმახორციელებლებს - თქვენ აუცილებლად უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ვერცერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა! ყველა აგებს პასუხს! ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ და არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას!
გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა
კვირიკაშვილი: ის, რაც დღეს მოხდა ქვეყნის მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა
tbl.ge/1x9l
დაკოპირდა
პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გივი თარგამაძის აფეთქებაზე, რა დროსაც ოთხი ადამიანი დაშავდა
ამავე თემაზე
- თარგამაძე: გამოდის, ხეჩუაშვილმა გაიღვიძა ერთ დღეს იმ მიზნით, რომ მე უნდა მომკლას უმოტივოდ
- თარგამაძე: ხეჩუაშვილისთვის 18-წლიანი სასჯელი ადეკვატურია, თუმცა სასამართლო ფიქცია იყო
- გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებულ ხეჩუაშვილს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
- გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობიდან ერთი წელი გავიდა
- პროკურატურამ გივი თარგამაძის აფეთქების საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიანიჭა