გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

თარგამაძის მკვლელობის მცდელობისას დაშავებული ერთი პირი მართვით სუნთქვაზეა

გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის შედეგად დაშავებულთაგან ერთი პირი საავადმყოფოში შესვლისთანავე მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს ინგოროყვას კლინიკაში უთხრეს, რომ პაციენტს გულ-მკერდისა და მუცლის დახურული ტრავმები, სხეულის დამწვრობა და სხვადასხვა ჭრილობა აღენიშნებოდა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკაში მყოფ მეორე პირს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა აღენიშნება.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს კლინიკა ამტელში განუცხადეს, იქ მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, დღეს უმცირესობის დეპუტატს გივი თარგამაძეს აფეთქებდნენ. ტერაქტის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. აფეთქების დროს, გივი თარგამაძე და მისი მძღოლი მანქანაში იმყოფებოდნენ. შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები