გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ბაქრაძე: საარჩევნო პროცესში ნებისმიერი ძალადობა მიუღებელი და დასაგმობია

ნებისმიერი ძალადობა საარჩევნო პროცესში არის მიუღებელი და დასაგმობი. მთელი ამ კამპანიის პერიოდში ჩვენ ვაწყდებით ძალადობის ფაქტებს. ეს კამპანია დაიწყო კორცხელით და დღეს სრულდება გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებით. აი, ამ ორ პოლუსს შორის, კორცხელსა და გივი თარგამაძის აფეთქებას შორის ჩვენ გვქონდა ათეულობით ფაქტი ძალადობის, ჩვენი მომხრეების, დეპუტატების, აქტივისტების წინააღმდეგ. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ ძალადობაზე ხელისუფლებას არავინ არასოდეს არ დაუსჯია. ვინც ძალადობა ჩაიდინა, ჩვენი პარტიიდან იყო, სხვისი პარტიიდან იყო - არ აქვს მნიშვნელობა, ვინც რაიმე ფორმით ძალადობს, უნდა დაისაჯოს

ენმ-ის ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში. გივი თარგამაძის აფეთქებაზე, რა დროსაც ოთხი ადამიანი დაშავდა

კომენტარები