გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ენმ-ის ოფისში შსს-ს თანამშრომლები მივიდნენ

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ. ინფორმაცია ტაბულას ენმ-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შსს-ს გამომძიებლები ენმ-ის ოფისში გარე ჩანაწერების ამოსაღებად მივიდნენ.

ცნობისთვის, დღეს უმცირესობის დეპუტატს გივი თარგამაძეს აფეთქებდნენ. ტერაქტის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. აფეთქების დროს, გივი თარგამაძე და მისი მძღოლი მანქანაში იმყოფებოდნენ. შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები