გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

თარგამაძე: ბოლო დღეები ხელისუფლების მხრიდან დაძაბულობის დათესვას ემსახურება

ჩვენ ვხედავთ რომ მთელი ბოლო დღეები ხელისუფლების მხრიდან ემსახურება იმას, რომ დათესონ დაძაბულობა. ასე ვთქვათ დააშინონ ხალხი იმისათვის, რომ ადამიანებმა უარი თქვან თავისი სამოქალაქო უფლების და მოვალეობის შესრულებაზე და იმაზე, რომ თავისი ნებით შეცვალონ ხელისუფლება და ეს არ მოხერხდება არც საზოგადოებაში, გარწმუნებთ. მითუმეტეს ჩვენი დაშინება, ახლა მე 30 წელია მარტო ვიბრძვი ჩემი სამშობლოს თავისუფლებისა და წინსვლისათვის, როგორც შემიძლია. მე მაქვს გამოვლილი ძალიან ბევრი რამ. ბუნებრივია, არათუ ოდნავ მაინც უკან არ დავიხევ, ისეთივე შემართებით, ბუნებრივია გავაგრძელებ მე ჩემს ბრძოლას ხვალიდანვე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად და ერთიც მინდა ვთქვა, სულ რომ ლიკვიდაცია მომხდარიყო დღეს ჩემი, იმდენი არის ჩემი თანამებრძოლი და იმდენი არის მოქალაქე შეგნებული ამ ქვეყანაში, რომ ეს საქმე მაინც მივა ბოლომდე და საქართველო მაინც წავა წინ. 

გივი თარგამაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში გივი თარგამაძის მანქანაში აფეთქებაზე. ტერაქტის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები