გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ბაქრაძე: ივანიშვილმა დაგვაბრუნა ქვეყანაში, სადაც ადამიანებს აფეთქებენ მანქანებში

ამ ფაქტით გამოჩნდა კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტი, თუ რატომ უნდა დასრულდეს ეს ხელისუფლება მშვიდობიანად ოთხ დღეში. ივანიშვილის რეჟიმმა დაგვაბრუნა იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს დღისით ცხრილავენ ქუჩაში, ესვრიან იარაღს და აფეთქებენ მანქანებში. ამიტომ ამ ხელისუფლების დამთავრება ოთხ დღეში აღარ გახლავთ პოლიტიკური გემოვნების საკითხი, ეს არის ჩვენი მომავალი უსაფრთხოების და გადარჩენის საკითხი.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გივი თარგამაძის მანქანაში აფეთქებაზე. ტერაქტის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები