ფარული ჩანაწერები

მიშველაძე: ფარული ჩანაწერების გავრცელება ბრძოლის უსამართლო მეთოდია

არაერთხელ გვითქვამს, რომ ასეთი მეთოდებით ბრძოლა და, ზოგადად, ფარული ჩანაწერების გავრცელება მიუღებელია. ეს არ არის ბრძოლის სამართლიანი მეთოდი. ყველა ფაქტი, რომელიც ეხება ფარული ჩანაწერების გავრცელებას, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული. ამას ვიმეორებთ და გავიმეორებთ დღენიადაგ. იმედი გვაქვს, რომ ყველა ეს ფაქტი იქნება გამოძიებული. მედიაზე შეტევასთან დაკავშირებითაც იცით ჩვენი მოსაზრება. საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ზოგადად, მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს დაცული. 

საქართველოს პრეზიდენტის სპიკერი ეკა მიშველაძე ფარული ჩანაწერების გავრცელებზე.

კომენტარები