საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო 6 ოქტომბერს თავმჯდომარის წარდგენისა და არჩევის საკითხზე იმსჯელებს

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოში 6 ოქტომბერს 12 საათზე პლენუმის სხდომა გაიმართება. სასამართლოს ცნობით, სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხი განიხილება. ხოლო 14 საათზე პლენუმი სასამართლოს თავმჯდომარეობის წარდგენისა და არჩევის საკითხზე იმსჯელებს.

აღსანიშნავია, რომ კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარს დაუჭერს საკონსტიტიციო სასამართლოს არანაკლებ 5 წევრი. 

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლე ჰყავს, რადგან პარლამენტის კვოტით დასანიშნი მოსამართლე ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა აირჩიოს. იმ შემთხვევაში, თუკი 8 მოსამართლის ხმა თანაბრად გადანაწილდება, თავმჯდომარის მოვალეობას პლენუმის მეცხრე წევრის არჩევამდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს.

 

კომენტარები