უკანონო მოსმენები

გვარამიას განცხადებაზე მის კომპიუტერში შეღწევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. როგორც ცნობილია, ინტერნეტში მისი და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბარი გავრცელდა. გვარამიას თქმით, ამტვირთავმა ჩანაწერი მის კომპიუტერში უკანონო შეღწევის გზით მოიპოვა.

გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 284-ე და 159-ე მუხლებით).

კომენტარები