რომის პაპის ვიზიტი

პაპი: ნეტარ არიან მოძღვარნი, რომლებიც სიყვარულის კანონს მისდევენ

ნურასოდეს დავკარგავთ ღმერთის მოულოდნელი საოცრებების ხილვის სურვილს და მათდამი ნდობას. უნდა გვახსოვდეს, რომ მუდამ და უპირველესად მისი შვილები ვართ - არა სიცოცხლის ბატონ-პატრონნი, არამედ შვილნი მამისა. არა დამოუკიდებელი და თვითკმარი მოზრდილები, არამედ მუდამ ხელში ასაყვანი შვილები, რომელთაც სიყვარული და შენდობა სჭირდებათ. ნეტარ არიან ის ქრისტიანული საკრებულონი, რომლებიც ამგვარი სახარებისეული სიწრფელითა და უბრალოებით ცხოვრობენ. ისინი მატერიალურად ღარიბნი, მაგრამ ღმერთით მდიდარნი არიან. ნეტარ არიან მოძღვარნი, რომლებიც ამქვეყნიური წარმატების ლოგიკაზე არ ამხედრებულან და სიყვარულის კანონს მისდევენ - მიღებას, მოსმენასა და მსახურებას. ნეტარ არს ეკლესია, რომელიც არც ფუნქციონალიზმის და ორგანიზაციული ეფექტურობის კრიტერიუმებს ენდობა და არც იმიჯის გულისთვის ირჯება. საქართველოს პატარა და ძვირფასო სამწყსო, მუდამ ქველმოქმედებასა და აღზრდა-განათლებაზე მზრუნველო, ისმინე კეთილი მწყემსის გამამხნევებელი მოწოდება, მიენდე მას, ვინც მხრებით გატარებს და განუგეშებს.

რომის პაპი ფრანცისკე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, წმიდა წირვის აღსრულებისას.

კომენტარები