უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას, რომის პაპს, ფრანცისკეს, საქართველოში ჩამობრძანებისათვის. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს. სწორედ მისი თანადგომითა და შეწევნით მოხერხდა ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანესი ვიზიტის განხორციელება. საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურს, რაც მიუთითებს ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობებზე. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ვატიკანის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ გვახსოვს ეს თანადგომა როგორც მშვიდობის, ასევე განსაცდელის პირობებშიც, მათ შორის 2008 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს. თქვენო უწმინდესობავ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
tbl.ge/1wxv
დაკოპირდა
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეზიდენციაში სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- პაპი: ღვთიური ნუგეშის ადამიანებამდე მიტანა - აი, ეკლესიის ყველაზე საშური მისია
- პაპი: ნეტარ არიან მოძღვარნი, რომლებიც სიყვარულის კანონს მისდევენ
- რომის პაპი წმიდა წირვას აღასრულებს
- რომის პაპი: ექსტრემიზმი მანიპულირებს რელიგიური პრინციპებით და ამახინჯებს მათ
- პაპი: აუცილებელია, რომ ერებმა პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენულ უფლებებს