კიბერთავდასხმა

Yahoo: 2014 წელს ჰაკერებმა დაახლოებით 500 მილიონი მომხმარებლის მონაცემები მოიპარეს

Flickr

Yahoo-მ დაადასტურა, რომ 2014 წელს ჰაკერებმა დაახლოებით 500 მილიონი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია მოიპარეს. ეს კიბერთავდასხმა საჯაროდ გახმაურებულ თავდასხმებს შორის ყველაზე მასშტაბურია.

Yahoo-მ განაცხადა, რომ კიბერთავდასხმის შედეგად, ჰაკერებმა წვდომა მიიღეს მომხმარებლების სახელებზე, ელექტრონულ ფოსტებზე, პაროლებზე, ტელეფონის ნომრებსა და დაბადების თარიღებზე, თუმცა არა საკრედიტო ბარათების მონაცემებზე.

Yahoo-ს წარმომადგენლების თქმით, კიბერთავდასხმა, სავარაუდოდ, სახელმწიფოს მიერ იყო დასპონსორებული. FBI-მ ამ საკითხზე გამოძიება უკვე დაიწყო.

Yahoo იმ მომხმარებლებს, რომლებსაც პაროლი 2014 წლის შემდეგ არ განუახლებიათ, მოუწოდებს, რომ ისინი შეცვალონ.

შეგახსენებთ რომ, Yahoo 2016 წლის ივლისში ამერიკული ტელეკომების გიგანტმა Verizon-მა 4.8 მილიარდ დოლარად შეიძინა.

კომენტარები