სირიის კრიზისი

გაერო სირიაში ჰუმანიტარულ ოპერაციებს ორშაბათიდან განაახლებს

AFP

გაეროს სირიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის სტეფან დე მისტურას თქმით, გაერო სირიაში ჰუმანიტარულ ოპერაციებს ორშაბათიდან განაახლებს.

დე მისტურას თქმით, ორშაბათიდან სირიაში გაეროს ჰუმანიტარული სატრანსპორტო კოლონები მოსახლეობის დახმარებას გააგრძელებს, თუმცა ამჯერად ისინი უფრო მეტად ფრთხილები და წინდახედულები უნდა იყვნენ.

გაერომ სირიაში ჰუმანიტარული ოპერაციები 20 სექტემბერს შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს ქალაქ ალეპოსთან გაეროს ჰუმანიტარული სატრანსპორტო კოლონა დაბომბეს. სირიის სამოქალაქო ომის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ავიათავდასხმას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, იერიში კი, სავარაუდოდ, სირიის სამთავრობო ძალების ან რუსეთის ავიაციამ მიიტანა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს აშშ-მაც დააკისრა.

კომენტარები