ჩვენს პოლიტიკურ ძალაში გვაქვს კონსენსუსი იმაზე, რომ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებაზე კრიმინალური დევნა საერთოდ არ უნდა იყოს. რაც შეეხება მძიმე ნარკოტიკებს, საბოლოო ჯამში, როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა, ამაზე კონსენსუსი არ არის. უფრო ლიბერალური რომ უნდა იყოს, მაგალითად ადამიანის მიერ ნარკოტიკის ოდესღაც მოხმარებაზე კრიმინალური დევნა უნდა გამოირიცხოს - ამაზე სრული შეთანხმება გვაქვს. უბრალოდ, არის ნაწილში შიში, რომ სწრაფი ლიბერალიზაცია მოახდენს თუ არა მოხმარების ზრდას, რასაც ორგანიზებული დანაშაული მოყვება, რადგან ეს ლეგალიზებული არ არის. კონსენსუსია მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების სრულ დეკრიმინალიზაციაზე. კონსენსუსია იმაზე, რომ ნარკოტიკების მომხმარებლების დევნა მხოლოდ მოხმარებისთვის არ უნდა ხდებოდეს. რაც შეეხება შენახვას და მცირე რაოდენობით მძიმე ნარკოტიკების გავრცელებას, ამაზე დისკუსია გრძელდება ისევე, როგორც მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე.
tbl.ge/1wbv
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთბათა მდივანი გიგა ბოკერია fb live - ში ნარკოპოლიტიკაზე.
ამავე თემაზე
- ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში – მდინარაძე
- სარჯველაძე: უნდა დავანგრიოთ მითი, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა
- ბოჭორიშვილი: საფრანგეთი ანტინარკოტიკული ინიციატივით გამოვიდა, ჩვენც ვუერთდებით
- ხაბეიშვილი კობახიძეს: ბავშვებს რომ დაერიეთ, გეკა თუ ჯეკა გადაამოწმე, კალაძე, ოხანაშვილი
- ნარკოდამოკიდებულთა სავალდებულო მკურნალობისთვის სამედიცინო განყოფილება გაიხსნა – ჯანდაცვა




