კონკურენციის სააგენტო

კონკურენციის სააგენტომ სმარტფონების მაღაზია აიპლუსის საქმიანობის მოკვლევა დაიწყო

iPhone 7
phonearena.com

კონკურენციის სააგენტომ სმარტფონების მაღაზიათა ქსელის აიპლუსის საქმიანობის მოკვლევა დაიწყო. კონკურენციის სააგენტომ აიპლუსის საქმოანობის მოკვლევა კომპანია აიტექნიკის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. მოკვლევის დაწყების შესახებ ბრძანებულება სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ბარაბაძემ გამოსცა. 

სააგენტო გამოიკვლევს დაარღვია თუ არა აიპლუსმა "კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 (კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება) და მე-113(არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) მოთხოვნები. აიტენიკში ფიქრობენ, რომ აიპლუსმა მათ წინააღმდეგ კონკურენციის კანონის მოთხოვნები დაარღვია. 

კონკურენციის სააგენტოს ჩატარებული აქვს ნავთობის ბაზრის კვლევა, რომლის შედეგადაც მან ნავთობის ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეებს ჯამში 70-მილიონიანი ჯარიმა დააკისრა. ნავთობკომპანიებმა სააგენტოს ჯარიმაზე სასამართლო მსჯელობს.

კონკურენციის სააგენტომ ასევე შეისწავლა წყალტუბოს მინერალური წყლების ბაზარიც, რომელთან დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაციებიც შეიმუშავა. სააგენტოს ასევე ეკუთვნის ხსნადი და ნალექიანი ყავის ბაზრების კვლევაც, რომლის მიხედვითაც საქართველოში ყავის ბაზარი მეტწილად თავისუფალია. 

კომენტარები