ჰოლივუდი

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს განქორწინების შესახებ საბუთები გაუგზავნა

http://www.womansday.com.au/

საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი "ბრანჯელინა" შესაძლოა განქორწინდნენ.  როგორც CNN წყვილის ნაცნობზე დაყრდნობით იუწყება, ანჯელინამ ბრედს განქორწინების შესახებ საბუთები გაუგზავნა.

ჰოლივუდის ყვითელი პრესა წყვილის დაშორების შესახებ გასულ თვეებშიც იუწყებოდა, თუმცა ოფიციალურად ინფორმაციას არცერთი მათგანი არ ადასტურებდა. Harpers bazaar ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ წყვილის დაშორების მიზეზი ბრედ პიტისა და მარიონ კოტიარდის რომანი გახდა. წყაროს მტკიცებით, ანჯელინამ რომანის შესახებ დაქირავებული გამომძიებლისგან გაიგო.

აღსანიშნავია, რომ "ბრანჯელინა" განხილვის საგანი 2004 წელს გახდა, როცა ბრედმა და ანჯელინამ "მისტერ და მისის სმიტებში" ცოლ-ქმრის როლი ითამაშეს. იმ პერიოდში ბრედ პიტის მეუღლე ჯენიფერ ენისტონი იყო. პიტი ფილმის გადაღების პროცესშივე დაშორდა ენისტონს, ჯენიფერთან საბოლოო განქორწინებამდე კი ანჯელისთან ერთად კენიელი ბავშვი მედოქსი იშვილა. 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ანჯელინა და ბრედი ოფიციალურად დაქორწინდენ, მათ 6 შვილი ჰყავთ. შესაძლო განქორწინების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ამ დრომდე არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია.

კომენტარები