სირიის კრიზისი

გაერომ სირიაში ყველა ჰუმანიტარული ოპერაცია შეაჩერა

სირიაში გაეროს ჰუმანიტარული სატრანსპორტო კოლონის დაბომბვას, გაეროს წარმომადგენლებმა შოკისმომგვრელი და ამაზრზენი უწოდეს. მათი თქმით, თუ დადასტურდა, რომ ავიადარტყმა ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლების წინაააღმდეგ მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს სამხედრო დანაშაულის ტოლფასი იქნება და საჭიროა მომხდარის გამოძიება.

გაეროს წარმომადგენლები იმასაც აღნიშნავენ, რომ ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა წინასწარ იყო შეთანხმებული კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარესთან.

მომხდარის შემდეგ გაერომ სირიაში ყველა ჰუმანიტარული ოპერაცია შეაჩერა.

სირიის სამოქალაქო ომის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ავიათავდასხმას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, იერიში კი, სავარაუდოდ, სირიის სამთავრობო ძალების ან რუსეთის ავიაციამ მიიტანა.

კომენტარები