არჩევნები 2016

პრეზიდენტი პირველკურსელებს: არ ჩააგდოთ პირველი მოქალაქეობრივი გამოცდა

მე პირადად მინდა გთხოვოთ ყველა პირველკურსელს, ვისთვისაც ეს პირველი, მოქალაქეობრივი გამოცდაა, რომ არ ჩააგდოთ ეს გამოცდა - თქვენი მოქალაქეობრივი ვალი აუცილებლად შეასრულეთ და მიდით არჩევნებზე. მე არ გეტყვით, ვის უნდა მისცეთ ხმა, არც პოლიტიკურ ლიდერზე მიგითითებთ, არც პარტიაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გააკეთოთ არჩევანი. მე ვიცი, არსებობს გარკვეული ნიჰილიზმიც, ცოტა ცხვირაწეული საუბარი პოლიტიკაზე. ეს საუბარი არასწორია და, პირველ რიგში, ეს ცინიზმი დაცლილი, ფუტურო და შინაარსგამოცლილია, რადგან შეუძლებელია, შენ არ შეასრულო შენი მთავარი მოვალეობა და მთავარი დანიშნულება, რაც გაქვს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და არ გქონდეს იმედი, არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ შენი ქვეყნის.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

კომენტარები