თავდასხმა

მინესოტის შტატში, სავაჭრო ცენტრში, თავდამსხმელმა რვა ადამიანი დაჭრა

AP

აშშ-ს შტატ მინესოტაში, ქალაქ სენტ-კლაუდის სავაჭრო ცენტრში თავდამსხმელმა რვა ადამიანი დაჭრა. პოლიციამ მისი ლიკვიდირება ადგილზე შეძლო.

რვა დაჭრილიდან საავადმყოფოში მხოლოდ ერთი რჩება. დაზიანებები სიცოცხლისთვის სახიფათო არ აღმოჩნდა.

მამაკაცს, რომლის ვინაობა ცნობილი არ არის, კერძო დაცვის კომპანიის უნიფორმა ეცვა. თვითმხილველების თქმით, ის სავაჭრო ცენტში შაბათ საღამოს შევიდა, ალაჰი ახსენა და თავდასხმამდე ერთერთ ადამიანს კითხა, იყო თუ არა ის მუსლიმი.

პოლიციის განცხადებით, მათ არ აქვთ რაიმე ცნობა იმის შესახებ, რომ თავდასხმაში ერთზე მეტი ადამიანი იყო ჩართული.

კომენტარები