რუსთავი 2-ის საქმე

R2-ის იურისტები მერაბ ტურავას და ოთარ სიჭინავას აცილებას ითხოვენ

ტელეკომპანია რუსთავი 2

რუსთავი 2-მა საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. სამაუწყებლო კომპანია საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის - მერაბ ტურავას და ოთარ სიჭინავას აცილებას ითხოვს.

შუამდგომლობა სასამართლოში რუსთავი ორის იურისტმა თამთა მურადაშვილმა წარადგინა. მისი განმარტებით, მოთხოვნის მიზეზი მოსამართლეების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები გახდა.

კომენტარები