ივანიშვილი: უსუფაშვილი არ დაემსგავსოს ელისაშვილს

უსუფაშვილი არ დაემსგავსოს ელისაშვილს. ელისაშვილის განცხადებაზე არ შემეკითხეთ, მაგრამ ეგეც წავიკითხე - ივანიშვილი თურმე მთელ სახელმწიფო სტრუქტურებს ააქტიურებს, რომ როგორმე გავანადგურო ელისაშვილი. ეს სასაცილოდ არ ეყოფა არავის, მაგრამ ელისაშვილმა საკუთარი თავი თვითონ გაინადგურა პიროვნულად ამდენი სიცრუით, ახლა ყურადღების მიღმა რომ დარჩა ელისაშვილი, შემოაგდო ახალი ინტრიგა - არ ვიციო, ვინ მითხრაო, რა მითხრაო, მაგრამ აი, ესეაო... არ ასახელებს ვინ უთხრა, რა უთხრა, ესეთ ზღაპრებს ყვება და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ამ მიმართულებით განვითარდებიან რესპუბლიკური პარტიის ლიდერებიც. რაღაც საოცარი თანხვედრა მოხდა, რომ თურმე უსუფაშვილმა მოძებნა კვირიკაშვილი, პრემიერობაზეც უარი თქვა, სულ სიცრუეებს საუბრობს... ნუ გაუტოლდებიან ელისაშვილს, რომელმაც სამწუხაროდ (ის არ იყო ცუდი ჟურნალისტი), ამდენი სიცრუით და ყალბი პათოსით საკუთარი იმიჯი გაინადგურა. ღმერთმა კარგად ამყოფოს ელისაშვილიც და საქართველოს ყველა მოსახლეც, მე არავის მტერი არ ვარ, ნუ დაუახლოვდებიან ელისაშვილს, ამას შევახსენებდი კიდევ [რესპუბლიკელებს]. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბროლაურში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები