ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი

სირიაში 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

AP

სირიაში 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. სამშვიდობო რეჟიმის შესახებ ამერიკასა და რუსეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გაერთიანებული სირიის გადარჩენის უკანასკნელ შანსად იხსენიებს.

სირიის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ქალაქ ალეპოს მცხოვრებთა ცნობით, ქალაქში ამ დრომდე სიმშვიდეა. ბრიტანეთში არსებული ადამიანის უფლებათა სირიული ობსერვატორიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სირიის ყველა ფრონტზე სიმშვიდეა.

ათდღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასრულების შემდეგ, მხარეები სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივ საჰაერო ოპერაციებს გააგრძელებენ. 

სირიაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 250 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები