ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი

სირიაში ათდღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება

AFP

აშშ-სა და რუსეთს შორის, სირიაში სამშვიდობო ზავის შესახებ შეთანხმება ძალაში ამაღამ უნდა შევიდეს. შეთანხმების მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ათდღიანი იქნება, რომლის შემდეგაც მხარეები სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივ საჰაერო ოპერაციებს გააგრძელებენ.

შეთანხმებას დათანხმდა სირიის მთავრობა და დაჯგუფება თავისუფალი სირიის არმია. ისინი თანამშრომლობისთვის მზად არიან. სირიაში რადიკალურმა ისლამისტურმა ამბოხებულთა ჯგუფმა აჰრარ ალ-შამმა კი, შეთანხმებაზე უარი განაცხადა.

სირიაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 250 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები