არჩევნები 2016

ხიდაშელი: რომ არა უსუფაშვილი პარლამენტში, ქართული ოცნება ქვეყანას გადაჩეხავდა

ჩვენ წინა ხაზზე ვინც ვიდექით ქვას რომ გვესროდნენ, რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები ვიყავით პირველი პარტნიორები და დამფუძნებელი კოალიციის. ჩვენ აგვირჩია ხალხმა, ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავუბირვართ. ბრძოლაში როცა ვართ, იმ ბრძოლას ბოლომდე ვასრულებთ. 4 წელი პატიოსნად ვემსახურეთ ქართველ ხალხს, იქ, სადაც გვქონდა მანდატი, შესაძლებლობა, მაგალითად თავდაცვის სამინისტროში, სადაც მე შემეძლო, რომ გამეტარებინა რეფორმები. თქვენ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვით პარლამენტში, დავით უსუფაშვილი რომ არ ყოფილიყო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პირი, თქვენ ქვეყანას კატასტროფაში გადაჩეხავდით, ეს იყო მისი მთავარი ფუნქცია

რესპუბლიკური პარტიის ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში ქართული ოცნების წარმომადგენელს მიმართავს

კომენტარები