საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ტურავა: როცა მოსამართლეებს ტელესიუჟეტებს უძღვნიან, ძნელია გადაწყვეტილების მიღება

იმ ვითარებაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის მიმართ არის კრიტიკა, განსაკუთრებით თქვენი ტელევიზიის მიერ [რუსთავი 2] და სხვადასხვა ტელესიუჟეტის მიძღვნა, ასეთ ვითარებაში მოსამართლისთვის შეიძლება ძნელი იყოს გადაწყვეტილების მიღება. როდესაც ტელევიზიები ამა თუ იმ მოსამართლის ობიექტურობაზე, მიუკერძოებლობაზე უწყვეტ რეჟიმში საუბრობენ, ცდილობენ, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენონ, ასეთ ვითარებაში ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საზოგადოების მიერ იქნება აღქმული, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი, არის ძნელი. ამიტომ მე პირადად, ნებისმიერ ტელეკომპანიას, ინფორმაციის ნებისმიერ საშუალებას ვთხოვდი, რომ იმ ვითარებაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას ღებულობს, სხდომებს ატარებს, შეიკავონ თავი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა რუსთავი 2-თან მოსამართლეების შესახებ მომზადებული მედია პროდუქტის შესახებ საუბრობს.

კომენტარები