დაკავება

კალაძე: თუ მტკიცებულება გააჩნიათ, დაიწყოს გამოძიება, დავიღალე ამდენი ცილისწამებით

ყოველთვის, როდესაც არჩევნები ახლოვდება, ხან მარშრუტკების ბიზნესის წართმევას მაბრალებენ, ხან ხუდონი თითქოს ჩემი საკუთარი პროექტია და ათასი სიბინძურეები. ახლა ველოდები, ჩემი ძმის მკვლელობის საქმის ახლიდან წარმოჩენას საზოგადოებისთვის და შეიძლება, კენედის მკვლელობაც თავიდან განიხილონ და ესეც მე დამაბრალონ. ამ ოჯახს მე ადამიანურად თანავუგრძნობ, მეუღლეებს, დედას, თუ მათ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ იმისა, რომ ჩემი მხრიდან იყო რაიმე ზეწოლა, რაიმე მითითება, წარუდგინონ ეს შესაბამის სამსახურებს და მოვითხოვ, დაიწყოს გამოძიება, რადგან მე ვფიქრობ, ყველა დაიღალა ამდენი ცილისწამებით -  მეც, საზოგადოებაც. თუ ფიქრობენ, რომ მე ამთ მორალურად დამანგრევენ, ეს ნამდვილად არავის არ გამოუვა, რადგან მე ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტკივილი და რთული ბარიერი მაქვს გამოვლილი.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე გოგა ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის ოჯახის წევრების ბრალდებებზე, რომ დაკავებულებს იარაღი კალაძის დავალებით ჩაუდეს.

კომენტარები