სირია

სირიის სამთავრობო ძალებს ქლორის შემცველი ბომბების გამოყენებაში ადანაშაულებენ

UGC

სირიის სამთავრობო ძალებს, ქალაქ ალეპოში ქლორის შემცველი ბომბების გამოყენებაში ადანაშაულებენ.

სირიაში მომუშავე მოხალისე სასწრაფო დახმარების თანამშრომლების თქმით, დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები გაუჩნდათ. დაშავებულია 80-ზე მეტი ადამიანი.

BBC აღნიშნავს, რომ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია, თუმცა გაეროს გამომძიებლებმა აგვისტოში განაცხადეს, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა ქლორი მინიმუმ 2 შემთხვევაში გამოიყენეს.

სირიის მთავრობა კი, თავის მხრივ, ქიმიური იარაღის გამოყენებას ამ დრომდე უარყოფს.

კომენტარები