კრიმინალი

მეორე სროლა ვაკეში. დაჭრილია კიდევ ერთი მამაკაცი

Getty Images

ცოტა ხნის წინ კვლავ სროლა იყო ვაკეში, ამჯერად ბაგების ტერიტორიაზე. დაჭრილია მამაკაცი.

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გუსლიხმობს.

ცნობისათვის, დღესვე ყიფშიძის ქუჩაზე პროფილაქტიკის თანამშრომელი დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. რუსთავი 2-ის ცნობით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პროფილაქტიკაში მისულ მამაკაცს ხელოსანმა უთხრა, რომ არ ეცალა და მას რიგის დაკავება სთხოვა.

კომენტარები