რუსთავი 2-ის საქმე

სამადაშვილი მოსამართლეებს: ნუ შეხტებით ქართული ოცნების ჩაძირულ გემზე

ჩვენ ვიცით, თუ რამხელა წნეხის ქვეშ იმყოფებიან ის მოსამართლეები, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეზე იწყებენ განხილვებს უზენაეს სასამართლოში. მსურს მათ გასაგონად ვთქვა, რომ ქართულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროექტს, დარჩა სიცოცხლის სულ რამდენიმე კვირა. მოვუწოდებ, ნუ შეხტებიან ჩაძირულ გემზე და ნუ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გახდება ძალიან დიდი სინანულის მიზეზი მათთვის, როგორც პროფესიონალური თვალსაზრისით, ასევე მოქალაქეობრივი ვალის თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის - დღეს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ აღარ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე ამ ქვეყანაში, ჩვენ აღარ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ დემოკრატიულ პროცესებზე და დემოკრატიის გარეშე არ არსებობს არც საქართველოს ევროპული მომავალი, არც ეკონომიკური განვითარების შანსი და საერთოდ, ჩვენ წაგვერთმევა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატი სალომე სამადაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში

კომენტარები