გაზმომარაგება

თბილისის რაიონების ნაწილს დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

თბილისის რაიონების ნაწილს დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის ცნობით, შეზღუდვა ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

კერძოდ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის IV მიკრორაიონში მდებარე კორპუსებს №42, №43, №55ა, №55ბ, №55გ, ასევე №20 კორპუსის მიმდებარედ არსებულ „თბილბინათმშენის" საცხოვრებელ კორპუსს, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში ნაკვ. 08/027-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს, აგარაკების, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში №35 და №36 კორპუსების მიმდებარედ და ლისის საკრებულოს (ფერმწერთა, ვარაზის, მხატვართა ქუჩების) კერძო დასახლების მოსახლეობის ნაწილს, ასევე საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

"სამუშაოების დასრულებისთანავე ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - აცხადებს კომპანია.

კომენტარები