ტურიზმი

საქართველოს სასტუმროებში სულ 23.1 ათასი ნომერია

სასტუმრო რუმსი, ყაზბეგი
designhotels.com

საქართველოში 1225 მოქმედი სასტუმროა. სასტუმროებში ნომრების რაოდენობა 23.1 ათასს შეადგენს, ამ ნომრებში ადგილების (საწოლების) რაოდენობა კი 48.6 ათასია.

სასტუმროებში ნომრების რაოდენობა საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან გახდა ცნობილი. ამავე ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის მანძილზე სასტუმროებმა 1.8 მილიონი ვიზიტორი მიიღეს. ეს მაჩვენებელი 2014 წლის მონაცემებს 33%-ით აღემატება.

ქვეყნების ათუელი, რომლის რეზიდენტ პირებსაც სასტუმროები მოემსახურნენ (საქართველოს გამოკლებით):

  1. რუსეთი -15%
  2. თურქეთი - 10.8%
  3. ისრაელი - 8.2%
  4. აზერბაიჯანი - 7.6%
  5. უკრაინა - 7.5%
  6. სომხეთი -4.9%
  7. პოლონეთი - 3.3%
  8. გერმანია - 2.7%
  9. აშშ - 2.4%
  10. არაბათა საამიროები - 2.4%
  11. სხვა ქვეყნები - 38%

ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს ქვეყანაში 171 ახალი სასტუმრო გაიხსნა. ამ სასტუმროების გახსნამ 25%-ით გაზარდა ქვეყანაში არსებული სასტუმროების ფართობი. საქართველოში სასტუმროებს 1291 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი უჭირავთ, მათში ნომრების ფართობი კი 616 ათასი კვადრატული მეტრია. 

ნომრების საერთო რიცხვი 23.1 ათასი ერთეულია, რომელთა 10.6% ლუქსია, 13.7% - ერთადგილიანი, 58.4% - ორადგილიანი, ხოლო 17.3% სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრებია.

სასტუმროების საერთო რაოდენობის 15.3% ექსპლუატაციაში შევიდა 2014 წელს, 12.1% - 2013 წელს, 8.5% - 2012 წელს, 9.3% - 2011 წელს, 5.9% - 2010 წელს, 34.9% - 2010 წლამდე.

მოქმედი სასტუმროების 99.3% კერძო საკუთრებაშია; მათგან 9.6% - უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირის საკუთრებაშია, ხოლო 0.7% - სახელმწიფო საკუთრებაში.

კომენტარები