Check in Georgia

Звери: ბათუმში კონცერტი ჰონორარის დროულად არჩარიცხვის გამო გაუქმდა

ბათუმში, რუსული როკ-ჯგუფის Звери-ის კონცერტი გაუქმდა - მუსიკალური ჯგუფის წარმომადგენლები, facebook-ის საკუთარ გვერდზე ამის მიზეზად, ჰონორარის დროულად არჩარიცხვას ასახელებენ.

" ჯგუფი Звери მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, იძულებულია გააუქმოს თავის კონცერტი ბათუმში, რომელიც 29 აგვისტოს იყო დაგეგმილი. ბათუმის კონცერტის ორგანიზატორებმა ,კომპანია GTS GROUP-მა არ შეასრულა თავისი ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებული იყო შეთანხმებით, კერძოდ არ ჩაურიცხა მუსიკოსებს ჰონორარი დათქმულ დროს. ",- წერია ჯგუფის განცხადებაში.

GTS GROUP თავის მხრივ კონცერტის გაუქმების კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს. კომპანიის სახელით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ჯგუფის წევრები ბათუმში ვერ ჩამოფრინდნენ.

" მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი მოხდა GTS Group- ისგან დამოუკიდებლად, ჩვენ ამ ეტაპზე ვიცავთ კონფიდენციალურობას და არ ვასაჯაროებთ არ ჩამოსვლის ნამდვილ მიზეზს.  რაც შეეხება ბილეთებს, ამ ეტაპზე ბილეთებს ყიდვა შეჩერებულია და თანხის დაბრუნებას ეტაპობრივად შევასრულებთ.", - წერია კომპანიის განცხადებაში.

ბათუმში, Звери-ის კონცერტი სახელმწიფო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდებოდა. სახელმწიფო ბათუმის კორტებს კონცერტის ჩასატარებლად კომპანიებს უსასყიდლოდ უთმობს.

 

 

 

კომენტარები