კრიმინალი

ახმეტაში ორი ადამიანი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ახმეტაში ორი ადამიანი დაჭრეს. რუსთავი ორის ცნობით, ტყვია მუცელში ერთ-ერთ ადგილობრივს ესროლეს. ამ დროს, ტყვია შემთხვევით მოხვდა მეორე პირს, რომელიც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა. დაჭრილები ახმეტის რაიონულ საავამყოფოში გადაიყვანეს.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები