საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ფოფხაძე: პაპუაშვილი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს

ამ შეხვედრამ გიორგი პაპუაშვილი გამოაჩინა პიროვნებად, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და რომლისთვისაც მნიშვნლეოვანია არა სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, არამედ მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღება. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოდ, უახლოეს მომავალში, საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ნაწილზე, რომელიც არ ემორჩილება გიორგი პაპაუშვილის პოლიტიკურ ნებას. იქნება თავდასხმები, მათ შორის მათი პიროვნული დისკრედიტაციისა და მათ მიმართ შავი PR-ის აგორების მიზნით. ჩვენი ინფორმაციით, ამ თავდასხმების მონაწილე იქნება ყველა ის საინფორმაციო საშუალება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პოლტიკური დღის წესრიგით ცხოვრობს.

გედევან ფოფხაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის გიორგი პაპუაშვილისა და 23 აგვისტოს, სასამართლოს პლენუმის გადადებული სხდომის შესახებ.

კომენტარები