საფრანგეთი

საფრანგეთის ქალაქ ვილნიოვ-ლუბეში სასამართლომ ბურკინიზე აკრძალვა შეაჩერა

Reuters

საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ქალაქ ვილნიოვ-ლუბეში საცურაო კოსტუმ ბურკინიზე შემოღებული აკრძალვა შეაჩერა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ აკრძალვა „სერიოზულად და აშკარად უკანონოდ არღვევს მიმოსვლის, ასევე რწმენისა და ინდივიდუალურ თავისუფლებებს".

სასამართლო აკრძალვის კანონიერებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.

ცნობილია ისიც, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ბურკინის ტარებისთვის დაჯარიმდნენ, თანხას დაუბრუნდებათ.

ვილნიოვ-ლუბეში შემოღებული აკრძალვა სასამართლომდე ადამიანის უფლებათა ჯგუფმა და ანტი-ისლამოფობიურმა ორგანიზაციამ მიიტანეს.

ანალოგიური აკრძალვა, საფრანგეთის კიდევ 30 ქალაქშია შემოღებული.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოტივით, საფრანგეთის ქალაქ კანის მერმა, დევიდ ლისნარდმა, პლაჟზე საცურაო კოსტიუმის, ბურკინის ტარება აკრძალა.

კომენტარები