მინდა, გამოვეხმაურო მერიაში არასამთავრობოებთან გუშინდელი შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს. ბოლო ერთი კვირაა, მერიის თანამშრომლების და ჩემ მიმართ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ. გუშინ იყო საქმიანი შეხვედრა და გვსურდა, კონსტრუქციული დიალოგით და საქმიანი წინადადებებით მიგვეღწია შეთანხმებისთვის. თუმცა, ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა შეხვედრის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა. მე, როგორც თანამდებობის პირს, უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე და არ ავყოლოდი ემოციებს, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო.
tbl.ge/1uls
დაკოპირდა

თბილისის მერი დავით ნარმანია გარემოსდამცველის შეურაცხყოფისთვის ბოდიშს იხდის. მან აქტივისტ ირაკლი კუპრაძეს "ვირიშვილო, მაიმუნო"-თი მიმართა.
ამავე თემაზე
- კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, დინამოს სტადიონის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება
- ქანიე უესთის კონცერტის გამო, მეტრო და ავტობუსები 13 ივნისის 02:00 საათამდე იმუშავებს
- 27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- კალაძე: კვლევები მიმდინარეობს მცხეთიდან დიდი დიღმისკენ ალტერნატიულ შემოსასვლელზე
- ისე წვიმდა, როგორც გარეთ, ვავალებ, აუდიტმა შეისწავლოს ავლაბრის მეტროს საკითხი – კალაძე




