კონტრაბანდა

წითელი ხიდის საბაჟოზე 18.6 კილოგრამი არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

wikimedia.org

წითელი ხიდის საბაჟოზე 19 ცალი არადეკლარირებული ოქროს ზოდი ამოიღეს. ზოდების საერთო წონა 18.6 კილოგრამს შეადგენს, მათი ფასი კი 1.3 მილიონ ლარს აღემატება. ეს არადეკლარირებული ოქროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტიაა. 

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა უკანონო ტვირთი აზერბაიჯანის მოქალაქის, ა.ი-ს სატრანსპორტო საშუალების რენტგენო-სკანერზე გაშუქებისა და დეტალური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს. ოქროს სხმულები ავტომობილის უკანა სავარძლის საზურგესა და საბარგულს შორის არსებულ სპეციალურ სამალავში იქნა აღმოჩენილი. 

საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.

კომენტარები