აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

დონალდ ტრამპმა პოზიცია შეცვალა და NATO-სთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს

Businessinsider

რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. ტრამპის თქმით, ის NATO-სთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად ინტენსიურად იმუშავებს.

ტრამპისვე თქმით, ის ტერორიზმთან ბრძოლას სამხედროს გარდა, ფინანსური და კიბერ კუთხითაც აპირებს.

ცნობისთვის, ამ დრომდე ტრამპი არ გამორიცხავდა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში აშშ-ს NATO ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი ეთქვა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები