ბიზნესის კეთება

ივლისში ახალი ბიზნესების რეგისტრაციის რაოდენობა 9%-ით შემცირდა

artfire.com

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის ივლისში, 3.794 ახალი კომპანია დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ივლისთან შედარებით 9.2%-ით ნაკლებია. ახლადრეგისტრირებულ კომპანიებს შორის 96.2% ბიზნეს სუბიექტია, ხოლო დარჩენილი 3.8% არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია.

ახალი ბიზნესების რეგისტრაციის რაოდენობის შემცირება შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკასთან დაკავშირებით არსებულ ნეგატიურ მოლოდინებზე მიანიშნებდეს.

გასული შვიდი თვის მანძილზე სულ 27.682 ახალი იურიდიული პირი შეიქმნა, რაც წინა წლის მონაცემებს 0.02%-ით აღემატება. 

კომენტარები