ბიზნესის კეთება

Forbes-ის ბიზნესის კეთების ინდექსში საქართველო ცხრა პოზიციით ჩამოქვეითდა

iStockPhoto

Forbes-მა ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების 2018 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველომ 2017 წელთან შედარებით 9 ადგილი დაკარგა და 52-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. 

Forbes-ის მონაცემებით, საქართველოს შედეგები ყველა კრიტერიუმში არის იგივე რაც წინა რეიტინგში, გარდა მონეტარული თავისუფლება, სადაც საქართველო 81-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. სავარაუდოდ, აღნიშნული დაქვეითება ქვეყანაში ე.წ. დედოლარიზაციის რეგულაციების ამოქმედებას უკავშირდება. სხვა კრიტერიუმებიდან საქართველოს ყველაზე კარგი ქულა ინვესტორთა დაცულობაში აქვს და მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ყველაზე ცუდი ქულა კი ინოვაციების კომპონენტში, სადაც საქართველო მსოფლიოს 152 ქვეყნიდან 117-ე ადგილზეა.

საქართველოს პოზიციები ასე გამოიყურება:

  • სავაჭრო თავისუფლება - 6-ე ადგილი მსოფლიოში
  • მონეტარული თავისუფლება - 81-ე ადგილი მსოფლიოში
  • საკუთრების უფლების დაცულობა - 88-ე ადგილი მსოფლიოში
  • ინოვაცია - 117-ე ადგილი მსოფლიოში
  • ტექნოლოგიები - 69-ე ადგილი მსოფლიოში
  • ბიუროკრატიის ნაკლებობა - 4-ე ადგილი მსოფლიოში
  • ინვესტორთა დაცულობა - 2-ე ადგილი მსოფლიოში
  • კორუფცია - 38-ე ადგილი მსოფლიოში
  • პიროვნული თავისუფლება - 65-ე ადგილი მსოფლიოში
  • საგადასახადო ტვირთი - 22-ე ადგილი მსოფლიოში

ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. დიდი ბრიტანეთი
  2. ახალი ზელანდია
  3. ნიდერლანდები
  4. შვედეთი
  5. კანადა
  6. ჰონგ-კონგი
  7. დანია 
  8. ირლანდია 
  9. სინგაპური
  10. შვეიცარია

კომენტარები