ცენტრისტები

Isfed "მოსყიდვისთვის" ცენტრისტების არჩევნებიდან მოხსნას სააპელაციოში ითხოვს

სამართლიანი არჩევნები პარტია ცენტრისტებთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს. ISFED-ის მოთხოვნაა, "ამომრჩევლის მოსყიდვის გამო", ცენტრისტებს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდეს. მიზეზად, სამართლიანი არჩევნები 20 ივლისს ქვემო ქართლის ტელევიზიაში გამოსვლისას თემურ ხაჩიშვილის დაპირებებს ასახელებს. პარალელურად, სამართლიანმა არჩევნებმა საჩივარი ცესკო-შიც შეიტანა. 

"ცესკო-ში ვითხოვთ, რომ უკანონო აგიტაციის გამო დაჯარიმდეს აღნიშნული პარტია და, შესაბამისად, აიკრძალოს ამ ტიპის რეკლამის გავრცელება. ასევე სააპელაციო სასამართლოში ვასაჩივრებთ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, სადაც ვითხოვთ, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის გამო, ამ პარტიას გაუუქმდეს წინასაარჩევნო რეგისტრაცია", - განაცხადა სამართლებრივ საკითხებში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტმა ნინო ლომჯარიამ.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ბედუკაძის პარტია მხოლოდ ამომრჩევლის მოსყიდვას არ ცდილობს. ცენტრისტებს მკვეთრად პრორუსული დაპირებები აქვს. მათ პოლიტიკურ რეკლამაში რუსეთის პრეზიდენტი და რუსული ტანკები ფიგურირებენ. პარტიის პირველი დაპირებაა - "რუსული პენსია 400 ლარის ოდენობით", მეორე დაპირება - ორმაგი მოქალაქეობის კანონის მიღება, მესამე დაპირება კი, საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონება. 

კომენტარები