თურქეთი-სირია

სირია-თურქეთის საზღვართან მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

AP

ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორიის ცნობით, სირიაში თურქეთის საზღვართან ახლოს თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტობუსში თავი აიფეთქა.

აფეთქებას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა, ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.

ავტობუსს სირიის სამოქალაქო ომში მებრძოლები გადაჰყავდა.

აფეთქება სოფელ ათმეში მოხდა, სადაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის ოპოზიციური ძალების მებრძოლები არიან განლაგებულები.

კომენტარები