ტერორისტული აქტები.

შვეიცარიაში თავდამსხმელმა მატარებელში ხანძარი გააჩინა

flickr.com

ჩრდილოეთ შვეიცარიაში, ქალაქ სალეს მახლობლად მატარებელზე თავდასხმა მოხდა. ცივი იარაღით შეირაღებულმა მამაკაცმა მატარებელში ხანძარი გააჩინა, რომლის შედეგადაც მინიმუმ ექვსი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაშავებულათა მდგომარეობა მძიმეა, მათ მაღალი ხარისხის დამწვრობები აქვთ მიღებული. დაშავებულთა შორის ექვსი წლის ბავშვიცაა. 

BBC-ის ცნობით, ეჭვმიტანელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. 27 წლის მამაკაცი ცივი იარაღითა და ადვილად აალებადი სითხით იყო შეიარაღებული. 

შემთხვევა ლიხტენშტაინის საზღვართან ახლოს მოხდა, მის დროს ვაგონში 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა. 

ევროპაში მსგავსი შემთხვევები გახშირდა, ივლისში გერმანიაში, კერძოდ კი ბავარიაში ნაჯახით შეიარაღებულმა ავღანელმა მამაკაცმა ოთხი ადამიანი დაჭრა. 

მაშინ შემთხვევაზე პასუხისმგბელობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 

დღევანდელი თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები