ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონმა ქონებრივი დეკლარაცია გაასაჯაროვა, მისი შემოსავალი $10 მილიონია

Reuters

2015 წლის მანძილზე დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა ბილ კლინტონთან ერთად $10.6 მილიონი გამოიმუშავა. აქედან $3.6 მილიონი კლინტონებმა გადასახადების სახით გადაიხადეს. ჰილარი კლინტომა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქონებრივი დეკლარაცია დღეს გაასაჯაროვა. 

კლინტონების გამომუშავებული $10.6 მილიონიდან $6 მილიონი ბილ კლინტონმა სიტყვით გამოსვლების შედეგად დააგროვა, ის აშშ-ში ერთ-ერთ საუკეთესო მოტივატორულ სპიკერად ითვლება. სიტყვით გამოსვლებისა და გაყიდული წიგნების მეშვეობით $4 მილიონზე მეტი გამოიმუშავა ჰილარი კლინტომა. 

კლინტონები ქველმოქმედებასაც ეწევიან, გასულ წელს მათ $1 მილიონი დოლარი გადასცეს საქველმოქმედო ორგანიზაცია "კლინტონების ფონდს."

შემოსავლების ამ მაჩვენებლით, კლინტონები აშშ-ის მოქალაქეთა უმდიდრეს 0.1%-ში შედიან. 

რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი, მილიარდერი დონალდ ტრამპი საკუთარი ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნებას არ გეგმავს.

კომენტარები